შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე შიმშილობის აქციაზე ერთ ერთი მოშიმშილე, ხათუნა ბერიძე შეუძლოდ გახდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს და შემდეგ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანე. აქციის მონაწილეს ამ წუთებში კვლევები უტარდება.
შეკვეთილში 3 ადამიანი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 11 დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი მანამ არ შეწყდება სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.