17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
აქცია მარნეულში - სოფელ თაზაქენდის მოსახლეობა სარწყავი არხების მოწესრიგებას ითხოვს

აქცია მარნეულის რაიონში - სოფელ თაზაქენდის მოსახლეობა სანიაღვრე და სარწყავი არხების მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივები სარწყავი წყლის არ არსებობას და სოფელში არსებულ ანტისანიტარიას უჩივიან. მათი განმარტებით არხებში ჭუჭყია დაგროვილი, რაც დაავადებების გავრცელების წყაროა.

სოფლის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, თუმცა პრობლემა ხანგრძლივი დროის მანძილზე მოუგვარებელი რჩება.

„უმძიმეს პირობებში ვართ. საწრყავი არხი წყლის გარეშეა დარჩენილი. აქ კანალიზაციაც ჩაედინება და საშინელი სუნი დგება, აქვეა სკოლაც. წყალი კვირაში ერთხელ მოდის. ამ წყალს ნაკვეთების მოსარწყავადაც ვერ ვიყენებთ, რადგან ბინძურია და მოსავალს აფუჭებს. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები პრობლემის მოგვარებას გვპირდებიან და მიდიან, ვითარება კი არ იცვლება,”- აცხადებს სოფელ თაზაქენდის მკვიდრი.

დღის ამბები