საკონსტიტუციო სასამართლომ 112-ის გადასახადი არაკონსტიტუციურად ცნო, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50 თეთრია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადასახადი საბოლოოდ გაუქმდება. შესაბამისი სარჩელით სასამართლოს იურისტმა ლევან ალაფიშვილმა მიმართა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს კონკრეტული მოსაკრებელი საქართველოს პარლამენტს უნდა დაედგინა, შესაბამისად, მთავრობას არ ჰქონდა უფლება, მოსაკრებელი შემოეღო ან მისი განაკვეთი განესაზღვრა.
საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა, “რადგან მთავრობასა და პარლამენტს ჰქონდეთ გონივრული ვადა იმისთვის, რომ 112-ის დაფინანსების საკითხი გადაწყვიტონ”.