კანადაში გარდაცვლილი ქართველის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების პროცესში ჩართვას და გარდაცვალების მიზეზის ერთობლივად დადგენას სთხოვს.
ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა, გარდაცვლილი, ვალების გამო, ორგანიზებული კრიმინალის მსხვერპლი იყოს.
„გარდაიცვალა პიროვნება, რა ვითარებაში პასუხს ვერ ვიღებთ. იყო საუბარი, რომ ბოლო პერიოდში ფინასური პრობლემები ჰქონდა და კითხვის ნიშნები გვაქვს როდის და რა ვითარებაში გარდაიცვალა“, - აცხადებს გარდაცვლილის ბიძაშვილი, ბექა ნასყიდაშვილი.