17 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს ანტიკონსტიტუციურად ჯიბიდან ფულს აცლიდა - ლევან ალაფიშვილი

"საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ 7 წლის განმავლობაში ხელისუფლება მოქალაქეებს ანტიკონსტიტუციურად ჯიბიდან აცლიდა ფულს" - იურისტი ლევან ალაფიშვილი 112-ს გადასახადს არაკანონიერს უწოდებს. 

საკონსტიტუციო სასამართლომ 112-ის საფასური არაკონსტიტუციურად ცნო. შესაბამისი სარჩელით სასამართლოს სწორედ ლევან ალაფიშვილმა მიმართა.

„ეს არის პრობლემა, რომელიც არსებითად დიდი ხანია, გადასაწყვეტი იყო, მაგრამ მთავრობა პრინციპულად, ვფიქრობ, თავს არიდებდა ამ ყველაფერს. ახლა მას მოუწევს, იძულებული გახდება, ის ათეულობით და ასეულობით მილიონი ლარი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ყოველგვარ კონტროლს იყო გასული და ხელფასები და პრემიები და მათი ბიუროკრატიის შენახვა მძიმე ტვირთად აწვებოდა მოსახლეობას მოაქციოს საკანონმდებლო ფარგლებში“, - აცხადებს იურისტი, ლევან ალაფიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები