17 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
კანადაში გარდაცვლილი ქართველის ოჯახის წევრების მიმართვას საგარეო უწყება ეხმაურება

კანადაში გარდაცვლილი ქართველის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

კანადაში გარდაცვლილი ქართველის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების პროცესში ჩართვას და გარდაცვალების მიზეზის ერთობლივად დადგენას სთხოვს.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა, გარდაცვლილი, ვალების გამო, ორგანიზებული კრიმინალის მსხვერპლი იყოს.

დღის ამბები