17 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
„თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება" - მიშა მშვილდაძე

საქართველო მტერთან არასოდეს არ დაიჩოქებს და საქართველო არასდროს არ დანებდება არც უცხოელ ოკუპანტს და არც შინაურ ოკუპანტს. როგორადაც გადაგვექცა საკუთარი ხელისუფლება," - ასე მიმართა მიშა მშვილდაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს. 

აქციის ორგანიზატორის თქმით, 20 ივნისის მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. 

„თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება,“ - განაცხადა მშვილდაძემ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, სანამ გახარია თანამდებობას არ დატოვებს. 

„მთავარი დამნაშავე 20 ივნისის არის შს მინისტრი, გიორგი გახარია და ეს ამბავი ასე დარჩება, ამას ვეღარაფერი შეცვლის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ზუსტად იმ ფორმით, რა ფორმითაც ვაწარმოებთ ამ ბრძოლას - მშვიდობიანი, მაგრამ სამართლიანი და ჯიუტი პროტესტით,“ - განაცხადა მშვილდაძემ.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილებ 21 საათზე მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაემართებიან. 

„ეს იქნება ჩვენი უკანასკნელი გაფრთხილება ქვეყანას დაპატრონებულ ბიზნესმენს. ჩვენი აქცია დღევანდელი მსვლელობის სიმბოლური მაჩვენებელი არის ის, რომ გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ 20 ივნისს, აქ, რუსთაველის გამზირზე, დაღვრილი სისხლის კვალი ბიძინა ივანიშვილთან მიდის და ვერ ავიტანთ, რომ შს მინისტრად რჩებოდეს ადამიანი, რომელმაც გაუფრთხილებად დაიწყო ანტისაოკუპაციო აქციის დაშლა, გაუფრთხილებად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, პოლიციის კანონის დარღვევით გამოიყენა რეზინის ტყვიები და მიბჯენით სახეში ესროლეს ადამიანებს, რომელთაგანაც არავითარი საფრთხე არ მომდინარეობდა,“ - განაცხადა მშვილდაძემ.

მიშა მშვილდაძე ასევე გამოეხმაურა ლუქსემბურგში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩასულ რუსული დელეგაციის წარმომადგენლების დღეს გაკეთებულ განცხადებებს, რომლებმაც ღიად განაცხადეს, რომ საქართველოს შემადგენლობაში ოკუპირებული ტერიტორიები არასდროს დაბრუნდება.

„რუსთავი 2-ის ჟურნალისტს გადაეყარა ერთ-ერთი რუსი იმპერიალისტი, ვინმე სლუცკი, ღიად, ასე პირდაპირ უთხრა, რომ დაივიწყეთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მადლობა იმ ჟურნალისტს, რომელმაც მიაძახა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ვერასოდეს ჩვენი ქვეყანა ვერ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას, არასდროს საქართველო მტერთან არ დაიჩოქებს,“ - განაცხადა მშვილდაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები