ოკუპირებული რუსეთიდან ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი სოციალური კამპანია „ქართული ოცნების“ იდეოლოგებმა გიორგი გახარიას მხარდამჭერი კამპანიისთვის ერთი-ერთში გადმოიტანეს. მოსახლეობის მიერ ჩაწერილ ვიდეოში ჩანს, რომ 20 ივნისის ღამის შემდეგ მინისტრს, რომლის ბრძანებითაც, ხალხს თვალები დათხარეს, პოსტზე დარჩენას მოქალაქეები სთხოვენ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლებას საინფორმაციო ომი აქვს გამოცხადებული. „ქართული ოცნების“ ჭორების გამავრცელებელი სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს და სოციალურ ქსელში ახალგაზრდებზე გამოგონილ ისტორიებს აქვეყნებს. აქციის ორგანიზატორებმა კარგად იციან, რომ ამ ყველაფერის უკან შალვა რამიშვილი და კოკა ყანდიაშვილი დგანან, რომლისთვისაც რუსული სკოლა უცხო არ არის.
ქუჩაში დგომის პარალელურად, ახალგაზრდებს ხელისუფლების ტროლების ქარხნიდან უამრავი შეურაცხყოფის მოსმენა და წაკითხვა უწევთ. ემუქრებიან მოკვლით, თუმცა შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს, მე-17 დღეა, ისინი უცვლელი მოთხოვნით დგანან და დაშლას არ აპირებენ. უნდა მოიგონ, მათ შორის მოუგონ ბრძოლა ტროლების ქარხანას, რომელიც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლებს რუსული მეთოდებით ებრძვის.
რუსული პროპაგანდის პარალელურად, საპროტესტო აქციის მონაწილეები ფეისბუქის ადმინისტრაციას ბოტების შესახებ ინფორმაციას მუდმივად აწვდიან. ახალგაზრდების ნაწილი, რომლებმაც ბოტების შესწავლას 20 ივნისის შემდეგ უფრო მეტი დრო დაუთმეს, ამბობენ, რომ საქართველო ტოტალიტარიზმის რეჟიმში გადადის.
ჩეჩნეთის ომის შემდეგ რუსეთის ფეესბეში შექმნილ სპეციალური დეპარტამენტის მესიჯებს კითხულობს ოლეგ პანფილოვი ქართულ რეალობაში. რუსეთიდან გამოქცეულმა პროფესორმა რუსეთ-საქართველოს ჰიბრიდულ ომს რამდენიმე ნაშრომი უკვე მიუძღვნა. პანფილოვი ამბობს, რომ ყანდიაშვილი-რამიშვილის შესრულებით ალტერნატიული ველი არა რეიტინგული, უგემოვნო და უხარისხოა. მედიის განვითარების ფონდმა კი ხელისუფლებისა და პრორუსული ბოტების ალგორითმში - იდენტური ტექნოლოგია ამოიკითხა.