პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობას აწყობენ. თავისუფლების მარში ამ წუთებში დაიწყო. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, გადადგეს 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი გიორგი გახარია.
თავისუფლების მარში მშვიდობიანი მსვლელობაა, მისი მიზანი კი ხელისუფლებისთვის ხალხის ხმის მიწვდენაა. აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.
საპროტესტო აქციას შეუერთდა ასევე „ევროპული საქართველო“. გიორგი კანდელაკი "კურიერთან" ამბობს, რომ შს მინისტრი უნდა გადადგეს და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს.
„როგორც ბიძინა ივანიშვილის კარზე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, მათ შორის, 20 ივნისის ამბებისთვის, მაგრამ არა მხოლოდ, ზოგადად, გავრილოვის საქმის გამო, რა თქმა უნდა, გიორგი გახარია უნდა გადადგეს,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.