"ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს და სიტუაცია უფრო მეტად ჩიხში შეჰყავს. პრობლემა კი დაიწყო გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომით" - ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამომწვევ მიზეზზე საუბრობს.
მისი განცხადებით, მმართველმა გუნდმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
„მთავრობაში აცხადებდნენ, რომ არ იცოდნენ გავრილოვის სხდომის წაყვანის შესახებ. თუ ეს ხდება ქვეყანაში და არ იცის ხელისუფლების მმართველმა გუნდმა, ეს უკვე სერიოზული დარღვევაა და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. გავრილოვი ყოველთვის შემოგვეპარება პარლამენტში, თუ ისეთი პარლამენტი გვექნა, როგორიც გვაქვს დღეს. დღევანდელი პარლამენტი არის უფუნქციო, რომლის მიზანი მხოლოდ ერთი ადამიანის ბრძანების მიხედვით ღილაკზე თითის დაჭერაა“, - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.
ეკონომისტი „არჩევანის“ ეთერში აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებზე ისეთი ახალი გუნდი უნდა მოვიდეს მმართველობაში, რომელიც ეკონომიკურ რეფორმაზე იფიქრებს.
„დღეს პრობლემა გაცილებით დიდია. ინსტიტუციური მმართველობა მთლიანად ჩამოიშალა, ყველა უწყებაში გავრილოვი ზის და ქვეყანას, ფაქტობრივად, ერთი ადამიანი მართავს“, - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.