24 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
წყალბურთელების სოლიდარობა - რუსეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, სპორტსმენებმა სიმბოლური ჟესტით გუნდური ფოტო გადაიღეს

წყალბურთელების სოლიდარობა რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს - სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 13:9 დაამარცხა. რუსეთთან გამარჯვების შემდეგ, წყალბურთელებმა გუნდური ფოტო გადაიღეს, ფოტოზე თითოეულ სპორტსმენს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული. 15 წლამდე ნაკრების წევრებმა ამით 20 ივნისს თბილისში გამართულ აქციაზე დაზარალებულ მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. გელა ტუკვაძის გაწვრთნილი ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 21-28 ივლისს ბულგარეთში ჩატარდება. 

დღის ამბები