17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ნიკა რურუას ფონდის დამფუძნებელი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა

„გჯეროდეს საქართველო” -  ნიკა რურუას სახელობის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის დოქტორმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზი მოინახულეს. მათ ელიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ნოუთბუქი და ნიკა რურუას წიგნები გადასცეს. ფონდის დამფუძნებლის თქმით, საჭიროების შემთხვევაში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს ორგანიზაცია მომავალშიც დაეხმარება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები აღჭურვილი იყვნენ პლანშეტებით, პერსონალური კომპიუტერებით რადგან ისინი მიიღებენ განათლებას და ეს იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი სახელწიფოს მშენებლობისთვის და ასევე პროპაგანდასთან ბრძოლისთვის. ეს ადამიანები აუცილებლად იქნებიან ჩართული სხვადასხვა რეგიონებთან კავშირში,“-განაცხადა ნიკა რურუას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ”გჯეროდეს საქართველო” დამფუძნებელმა, ანა ჭარხალაშვილმა

დღის ამბები