17 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
საქართველო "ქართული ოცნების", მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას გარეშე - "პატრიოტთა ალიანსი" მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს 

საქართველო "ქართული ოცნების," მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას გარეშე - ასეთია იმ შეხვედრის მთავარი მოთხოვნა და მოწოდება, რომელსაც "პატრიოტთა ალიანსი" ამ წუთებში მხარდამჭერებთან მართავს.

შეხვედრა სპორტის სასახლეში იმართება. პარტიის ლიდერების თქმით, გადასარჩენია დავით-გარეჯიც. მასობრივი შეხვედრა მხარდამჭერებთან "პატრიოტთა ალიანსმა" ბოლო დროს განვითარებული პროცესების ფონზე გადაწყვიტა.

თავდაპირველად, შეხვედრის ღია ცის ქვეშ გამართვა იგეგმებოდა. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, გადაწყვეტილება დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ შეცვალეს.

„ჩვენ ვდგავართ რუსეთთან რეალური ომის წინაშე და საჭიროა არა კოცონების დანთება ჩვენი ქვეყნის გარშემო, არამედ ამ კოცონების ჩაქრობა. მე პირადად შემხვდნენ ელჩები და იყო თხოვნა, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რომ ყველამ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, რომ არ გაღვივდეს კონფრონტაცია და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ჩვენ სპორტის სასახლე, თორემ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, თავისუფლების მოედანზე შეკრება,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

სპორტის სასახლეში იმყოფებოდა პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე, გიორგი ლომია.

„ეს არის საქართველო, ნაც მოძრაობის, ევრონაცების ოცნების გარეშე. ქართველ ხალხთან ერთად და არა პროვოკატორებთან ერთად. ყველა იმ ძალასთან ერთად, რომელმაც მოაწყო უკვე არა ერთი პროვოკაცია საქართველოში, რომელმაც ომამდე მიგვიყვანა და დღესაც ფაქტიურად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ. 

დღის ამბები