17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ამ ახალგაზრდებმა გზა გაკვალეს... ამათ აჩვენეს მთელს საქართველოს მაგალითი, - აქციაზე სიტყვით მწერლები და პოეტები გამოდიან

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მეთვრამეტე დღეს მიკროფონთან მწერლები და პოეტები გამოდიან. ისინი უერთდებიან აქციის მონაწილეების მოთხოვნას, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.

„ჩვენმა საზოგადოებამ დაიცვა სახელმწიფოებრიობის პრინციპი, სახელმწიფოებრივი ღირსება, რაც სახელმწიფომ ვერ დაიცვა და პირიქით გაიცვალა როლები. ახალგაზრდებმა სრულიად გულწრფელად შეძლეს და დაიცვეს ჩვენი სახელმწიფო, მისი ღირსება, მისი კონსტიტუცია, მისი მთლიანობა, როგორც წარსულში, ისე მომავალში. ეს მთლიანობა განუყოფელია. მე ვფიქრობ სრულიად ჯანმრთელი პროცესი იყო და არის და ლეგიტიმური მოთხოვნები,“-განაცხადა რატი ამაღლობელმა.

ადგილზე იმყოფება პოეტი კოტე ყუბანეიშვილიც. ის ამბობს, რომ ახალგაზრდებმა აჩვენეს მთელს საქართველოს მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა დაიცვან ქვეყნის ღირსება.

„ეს უნდა მოვინელოთ რაღაცნაირად რომ ეს აღარ იყოს, ეს შინაგანი წინააღმდეგობა შიგნით უნდა დარჩეს ჩვენში და გიჟებს არ უნდა დავემსგავსოთ. ამ ახალგაზრდებმა ეს გზა გაკვალეს. ამათ აჩვენეს მთელს საქართველოს მაგალითი. უკვე მზად იყვნენ ამისთვის. ამათ თვალებში გამოასხივა ამ შუქმა და ეს აღარ ჩაქრება. ჯობია რომ ნუ იბრძვიან. ხეებს რა უნდა უყოს ბიძინამ?“-განაცხადა კოტე ყუბანეიშვილმა. 

დღის ამბები