დავით ბერძენიშვილის დარწმუნებულია, რომ კონტრაქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, ხელისუფლებისგან არის მართული. მისივე შეფასებით, ამ ყველაფერში მონაწილეობს საპატრიარქოც, რადგან ადგილზე იმყოფებიან სასულიერო პირები, რომლებსაც აქვთ კურთხევა პატრიარქისგან.
„მე იქ ვიყავი საათზე მეტი ხნის განმავლობაში და ვისმენდი ვასაძისგანაც, ანაფორიანი ისაკაძისგანაც რომ ამერიკა მტერია, რუსეთისკენ უნდა ვიყოთ, ეს არის ხელისუფლების მიერ მობილიზებული რელიგიური ფსევდო ექსტრემისტების ჯგუფი. ხელისუფლება შექმნილი საპატრიარქოსთან არის მომავლის პროგრესის მოწინააღმდეგე, ხელისუფლებას უნდა ორ ფერში ბიძინა თუ მიშა. ეს ახალგაზრდები ამბობენ პლურალიზმი, მრავალფეროვნება, ბევრი პარტია, აქ არის ეპიცენტრი საქართველოს მომავლის და რუსთაველს ამათ როგორ დავუტოვებთ. რა იციან ამათ რუსთაველი. რა იციან ამ ქვეყნისთვის ბრძოლა, მთელი ცხოვრება რომ შემძვრალნი იყვნენ რუსების, კომუნისტების, კომკავშირების, მოქალაქეთა კავშირის და აღორძინების ერთ ადგილას,“-განაცხაა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით მან კარგად იცის რომ მისი შვილი, რომელც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეა დგას პროგრესის მხარეს.