17 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
მთავრობას ძირითადად რაც ადარდებთ, კარასინს და გავრილოვს არაფერი ეწყინოთ - კოტე ყუბანეიშვილი

„ჩვენ მთავრობას ძირითადად რაც ადარდებთ, რუსეთის შეურაცხყოფილი არ აღმოჩნდეს“ -  ეს განცხადება მწერალმა, კოტე ყუბანეიშვილმა რუსთაველის გამზირზე გააკეთა. ყუბანეიშვილი ამ წუთებში, ანტისაოკუპაციო აქციაზე იმყოფება.

კოტე ყუბანეიშვილი აცხადებს, რომ არ დაიშლებიან მანმადე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

„ერთი მხრივ, ყველამ მშვენივრად ვნახეთ, რომ ჩვენ მთავრობას ძირითადად რაც ადარდებთ, რუსეთის შეურაცხყოფილი არ აღმოჩნდეს და ფეხებზე კიდია ბავშვებს თვალებს დათხრის, არ დათხრის, ჩვენ რას ვიზამთ, სად გამოვალთ, როგორ გამოვხატავთ პროტესტს, რამე არ მოხდეს და არ განვითარდეს. არა, კარასინს და გავრილოვს არაფერი ეწყინოთ და პუტინს როგორ გაუბედეს. გუშინ რაც გაბუნიამ თქვა, მთელი საქართველო შეიძლება ხმამაღლა ესე უნიჭოდ თუ ნიჭიერად არ ვიცი, მაგრამ ზოგი ისე იგინება, ზოგი ასე, ამას ხო ყველა ვფიქრობდით. მაგრამ უბრალოდ მოხდა, რომ ადგილი დავკარგეთ,“ - განაცხადა კოტე ყუბანეიშვილმა. 

დღის ამბები