17 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
"საჭიროა ეს ნაძირალა რაც შეიძლება შორს ჰყავდეთ პირდაპირი ეთერიდან,"- რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიაზე საუბრობს

საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოუხადოს რუსეთის პრეზიდენტს - ამ განცხადებას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აკეთებს. ის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ გამოძიებას მოითხოვს. ჩეჩნეთის ლიდერი "ტელეგრამის" სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანს, ქართველი ერის სირცხვილს უწოდებს.

"მუდმივად ვერ მოვაჩვენებთ თავს, რომ არ ვიმჩნევთ საქართველოს მხრიდან გამოკვეთილ მტრულ გამოხტომას, ამიტომ აუცილებელია ამ ქვეყანას ყველაზე მკაცრი სანქციები დაუწესონ. ახლა ცდილობენ შთაგვავონონ, რომ საქართველომ დაგმო ნაძირლის გამოხტომა, მაგრამ დაგმობა კი არა, საჭიროა ეს ნაძირალა რაც შეიძლება შორს ჰყავდეთ პირდაპირი ეთერიდან," - წერს რამზან კადიროვი.

 

დღის ამბები