17 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
„ჩვენთან მოვიდა პოლიცია და გვითხრა, რომ ჩვენ ვერ დაგვიცავდნენ" - ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი 

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს ამ ყველაფრისთვის. ჩვენ არ დაგვავიწყდება 20 ივნისი“ - ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანა ჭარხალაშვილი ამბობს, რომ აქციები ყოველდღიურად, ჩვეულ დროს, 19:00 საათზე გაიმართება.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ შს მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს. ანა ჭარხალაშვილი იმ პროცესებზე საუბრობს, რა დროსაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ლევან ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა დაიკავეს. 

„ჩვენთან მოვიდა პოლიცია და გვითხრა, რომ ჩვენ ვერ დაგვიცავდნენ და აბსოლუტურად ჩვენ ვაგებდით პასუხს, იმაზე რაც მოხდებოდა. ერთგვარი დაშინების მცდელობა ჰქონდათ, როგორც 13 მაისს უთხრეს და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს, ახლაც ეგონათ, რომ ჩვენც ყვითელი ავტობუსებით გაგვიყვანდნენ, მაგრამ არა, ჩვენ ველოდებით, მე-19 დღეა დღეს პარლამენტთან ჩვენი დგომის, ჩვენ გვაქვს იქ სცენა, ჩვენი ორგანიზატორები არიან იქ და არ წავალთ, სანამ ჩვენ იქ არ შევალთ,“ - განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.

 

დღის ამბები