ლევან ვასაძის მხარდამჭერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან, მათ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა დაატოვებინეს.
ისინი შეკრებას დღის მეორე ნახევარში აპირებენ, რათა გადაწყვიტონ, სად და როდის გააგრძელებენ აქციას.
"ჩვენც ვფიქრობთ, რომ უნდა გადადგეს გახარია და ქვეყნის დეოკუპაცია უნდა მოხდეს. ოღონდ უნდა მოხდეს კაცების მხრიდან და არა კოლგოტებიანი ჯუჯულების მხრიდან. შევიკრიბებით და მოვილაპარაკებთ,"-ამბობს ლევან ჩაჩუა.
კვლავ ანტისაოკუპაციო აქციის დაშლას ითხოვენ, ლევან ვასაძის მხარდამჭერი სასულიერო პირები.
"მე მჯერა ჩემი მღვდელმთავრის, რა! თუ არ დაიშლებიან, მერე ესენი დაშლიან ამათ"-ამბობს სასულიერო პირი.
ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი
დიმიტრი ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ ის კონტრაქციებს არ გამორიცხავს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას, ლორთქიფანიძის აზრით, შს მინისტრი მხოლოდ მაშინ უნდა გადადგეს, თუ მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.