სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ გამნაღმველები მუშაობდნენ - მიზეზი ცრუ განგაში გახდა. ცენტრის უსაფრთხოების სამსახურს მომხმარებელმა მიაწოდა ინფორმაცია შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.
სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ კი უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები მიიღო, შენობის ევაკუაცია გამაოცხადა და დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.
სამაშველო სამსახურმა დაათვალიერა სავაჭრო ცენტრის მთელი ტერიტორია და საეჭვო ვერაფერი იპოვეს.
ადგილზე გამნაღმველებთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში მეხანძრეებიც მუშაობდნენ.