17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
პუტინმა დადგა ეს პატარა სპექტაკლი იმისთვის, რომ კეთილ ბიძიად გამოსულიყო - თინა ბოკუჩავა

კრემლი აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელისუფლება კი საქართველოს მოსახლეობას - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა კეთილი ბიძიის როლი მოირგო. 

საუბარია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, დუმის დეპუტატთა სრული მხარდაჭერის მიუხედავად, ის საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების წინააღმდეგია. 

თინა ბოკუჩავას შეფასებით, ყველასთვის ცნობილია, რომ კრემლში ისევე არ არსებობს მსჯელობა, როგორც საქართველოს ხელისუფლებაში, რადგან გადაწყვეტილებას იქაც ერთი პირი იღებს და საქართველოშიც. შესაბამისად, ბოკუჩავა ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმით, სპექტაკლი დადგა. 

"არანაირი მსჯელობა, ისე როგორც საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს იმიტომ, რომ ერთი ოლიგარქი იღებს გადაწყვეტილებას, არ არსებობს ასევე კრემლში. ყველამ კარგად ვიცით კონიუქტურა, რომ გადაწყვეტილებას იღებს პუტინი. უბრალოდ მან დადგა ეს პატარა სპექტაკლი იმისთვის, რომ კეთილ ბიძიად გამოსულიყო, თუმცა ამ შანტაჟმა ფსიქოლოგიური ზეწოლის ეფექტი საქართველოს მოსახლეობაზე მოახდინა, ეს იყო მათი ამოსავალი წერტილი, რაშიც ხელი შეუწყო საქართველოს ხელისუფლებამ, დაიწყო ისევ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე", ოპოზიციაზე, ახალგაზრდებზე ყველაზე ამ ყველაფრის გადაბრალება. ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო კომპეტენტურად, პრინციპულად ეთქვა, რომ თუ ჩვენი ქვეყანა დადგება ამ გამოწვევის წინაშე, ჩვენ ამას გავუმკლავდებით, მოვახდენთ ექსპორტის დივერსიფიკაციას და რიგითი საქართველოს რიგითი მოქალაქე არ დაზიანდება.

კრემლი აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო ხელისუფლება, თავის მხრივ, აშანტაჟებს საქართველოს მოსახლეობას, ნაცვლად იმისა, რომ აწარმოოს მწყობრი თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ნაკლებად დამოკიდებულს გაგვხდიდა რუსულ ბაზარზე იმიტომ, რომ პუტინი არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ სწორედ სავაჭრო ბერკეტებს იყენებს, მათ შორის ჰიბრიდული ომის საწარმოებლად,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

დღის ამბები