17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა - ექსპერტები სასურსათო პროდუქტებსა და საწვავზე ფასის მატებას არ გამორიცხავენ  

ეროვნული ვალუტის მასშტაბური გაუფასურების ტალღა - დღეს Bloomberg-ზე ლარის კურსმა კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა. ბაზარზე პანიკაა, ეროვნული ბანკი და ქვეყნის ხელისუფლება კი დუმს.

ექსპერტები ლარის გაუფასურების ახალ ტალღას მთავრობის უმოქმედობას და არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თუკი ლარის კურსის დარეგულირება ვერ მოხდება, სასურსათო პროდუქტების და საწვავის გაძვირებასაც გამოიწვევს. მათი თქმით, მთავრობას ლარის დასტაბილურებისთვის გარკვეული ინტერვენციები უნდა განეხორციელებინა. 

„ის, რომ იყო მოლოდინები გაუფასურების, ეს 2.85-იანი ნიშნულის ქვემოთ ხდებოდა, მარგამ ის, რაც ხდება წუხელ და დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის სრულიად უმოქმედობა ფეხდაცურებული მთავრობის და კარგად ფეხმოკიდებული ოლიგოპოლური სისტემის, საბანკო სისტემის მიმართ და ეროვნული ბანკის უნიათობის, რომ ის არ უყურებს, ფაქტობრივად, მოსახლეობის მდგომარეობას და დროულად, როდესაც ხდებოდა ეს და ასცდა უკვე კურსი და 2.94 დაფიქსირდა Bloomberg-ის სისტემაში, უნდა ჩარეულიყო მცირედი ინტერვენციების სახით მაინც. თუ ესე გაგრძელდა და ლარის კურსი ვერ დაარეგულირა მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უახლოეს დღეებში, მე პირდაპირ ვამბობ, თავიდან გადაისინჯება ფასები ენერგომატარებელზე, გაზზე, დენზე და გაძვირდება და ასევე, სასურსათო ტალღაზე და საწვავზე გვქნება გაძვირებებიც,“ - განაცხადა ექსპერტმა, ნიკა შენგელიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე ლარის კურსის რეკორდულად ვარდნას, მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.

„ერთგვარი პანიკური შესყიდვებიც ხდება ვალუტის, როგორც ჩანს. თუმცა, იმედია, რომ ეს მოლოდინები რომ გადაივლის, მერე შეიძლება დასტაბილურდეს, თუმცა ამის წინასწარ პროგნოზირება მოგეხსენებათ, შეუძლებელია. გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული პოლიტიკურ ბაზარზე მტრულ და ოკუპანტ ქვეყანაზე. გამოსავალი არის ის, რომ მთავრობას უნდა ემუშავა ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირებისთვის არა ერთ ბაზარზე მიბმისთვის და გამოსავალი არის ის, რომ დღეს კი არ დავაბრალოთ ქუჩაში მიმდინარე აქციებს, ან ოპოზიციას ლარის გაუფასურება, არამედ დავაბრალოთ იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისად დივერსიფიცირებული ეკონომიკა. ყველაფერში, რა თქმა უნდა, რაც კარგი და ცუდი ხდება ქვეყანაში, არის დამნაშავე მთავრობა,“ - აცხადებს  გიორგი კეპულაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები