17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
პუტინს არ შესტკივა საქართველოზე გული, მაგრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გართულება არ იყო სწორი - მათიკაშვილი

პუტინს არ შესტკივა საქართველოზე გული, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კიდევ უფრო გართულება არ იყო სწორი - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი.

მისი თქმით, პუტინის განცხადება, რომ საქართველოს პატივისცემის გამო ის ქვეყნისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე უარს ამბობს, სიმართლე ვერ იქნება, როცა ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია. 

"შეგიძლიათ, ჩაბრძანდეთ ზუგდიდში, გადაბრძანდეთ ხიდზე და ნახავთ, ასევე ცხინვალის რეგიონში, იმ მავთულხლართებთან რომ მიხვალთ, ნახავთ, როგორ შესტკივა პუტინს საქართველოზე გული.

პუტინს საქართველოზე გული არ შესტკივა, მაგრამ ერთი ჟურნალისტის აბსოლუტურად გააზრებული თუ გაუაზრებელი განცხადების გამო, კიდევ უფრო გართულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები