17 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
შერჩევითი პროტესტი - „ოცნების“ ხელისუფლებამ „რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ საჯარო მოხელეები აამოქმედა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ საჯარო მოხელეები აამოქმედა. „კურიერმა“ გაარკვია, რომ ხელმძღვანელი პირების დავალებით, საბავშვო ბაღების დირექტორები და მასწავლებლები ვალდებული იყვნენ, მთავარ არხთან გამართულ საპროტესტო აქციაში მიეღოთ მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უმუშევრები დარჩებოდნენ.

რუსთავის მერიის თანამშრომელი, გიორგი კოკაია „ქართული ოცნების“ იმ აქტივისტებს შორისაა, ვინც საჯარო მოხელეებს ბოლო ორი დღის განმავლობაში კარდაკარ აგროვებს და „რუსთავი 2-თან" აქციაზე მიჰყავს. ის ამტკიცებს, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიის შენობასთან არხის დახურვის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო პოზიციის გამო მივიდა.

„რუსთავი 2-ის" შენობასთან არხის დახურვის მოთხოვნით გამართულ აქციებზე როგორ ჩანს, ხელისუფლებამ ძირითადად, საჯარო მოხელეები და რუსეთის ხელისუფლების მოყვარული ადამიანები გამოიყვანა.

ხათუნა ხვიჩიაა, 156 საბავშვო ბაღის თანამშრომელია. მიტინგზე „რუსთავი 2“-თან მარტო არ ყოფილა. ფოტო იმის დასადასტურებლად, რომ არხის წინააღმდეგ ბრძოლაში ისიც ჩაერთო სოციალურ ქსელში თავად ატვირთა.

კიდევ ერთი საჯარო მოხელე, რომელის მტკიცებითაც, ის ქუჩაში არა ხელმძღვანელების დავალებით, არამედ გაბუნიას მონოლოგის გამო გამოვიდა, 167-ე ბაღის დირექტორია.

საჯაროდ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას საჯარო მოხელეები ერიდებიან. „კურიერს“ სანდო წყარომ უთხრა, რომ ბაღების მასწავლებლებმა და დირექტორებმა ხელმძღვანელებისგან „რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მისვლის დავალება მიიღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურებიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.

დღის ამბები