17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
საქმის შესაკერად რაც დასჭირდებათ, ივანიშვილი, გახარია იმ ფიგურას ამოსწევენ - გიგი უგულავა

გიგი უგულავა ხვალ, 10 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზეა დაბარებული - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, უკვე ოფიციალურად მიიღო უწყება. უგულავა სასამართლოში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არის დაბარებული  და ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

გიგი უგულავა აპირებს, მიაწოდოს მაგისტრ მოსამართლეს ინფორმაცია, რომელიც მას 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით აქვს, თუმცა აცხადებს, რომ გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი არ აქვს. 

„არსებობს ძირი საქმე, რაღაც მოლოტოვის კოქტეილების საქმე, სადაც ყველა, ვინც კი გვარი გაგიგიათ პოლიტიკოსების, ყველა შიგნით არის ჩაყრილი. მერე მელია გამოყვეს იმიტომ, რომ დეპუტატია და ცალკე წარმოება წავიდა. დანარჩენი ყველანი დავრჩით ამ ქვაბში. ამიტომ ახლა ივანიშვილი, გახარია საქმის შესაკერად რაც დასჭირდება, იმ ფიგურას ამოსწევს, ბრალდებულის სტატუსს მისცემს, არ სჭირდება მოწმის სტატუსს, შეიძლება საერთოდ ვიღაცებს ხელი არ ახლონ და არც დაკითხონ. ამიტომ, ამათ თავში რა მოიხარშება, მე არც ვაპირებ, ვიმარჩიელო, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ის ბოროტება, რომელიც ამათ ჩაიდინეს, აბსოლუტურად უტვინოდ, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, არაპროპორციულად, ეს იყოს ახლა სამართლებრივად დამაგრებული,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები