"საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთითა და ცხინვალით აღიარებულია ცივილიზებული სამყაროს მიერ,"- ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა რმდენიმე წუთის წინ, სამინისტროში გააკეთა. ის გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.
საუბარია, ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია იყო. პუტინი ამტკიცებს, რომ საქართველო ოკუპანტია და მან აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. მისივე თქმით, ქართველებმა "ოსეთში გენოციდი მოაწყვეს."
დავით ზალკალიანი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები, მოულოდნელი და გასაკვირი არ არის.
„რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი სახის განცხადებები არაერთხელ გვსმენია. ეს არის ისტორიული ფაქტების ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი, როდესაც ისტორიაზე ვსაუბრობთ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან დაწყებულა და არც მე-19 საუკუნიდან, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უამრავი ფაქტი არსებობს და ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთისა და ცხინვალის ჩათვლით იყო აღიარებული ისტორიულად და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
"რაც შეეხება სახელმწიფოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებაში გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ, დეოკუპაციისკენ. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ეს არის იმის განცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ვალდებულებები რაც არის აღიარებული უნდა იქნას შესრულებული,“-აცხადებს დავით ზალკალიანი.