17 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
თბილისის მერიის მიერ დაპირებული ახალი ავტობუსების სრულად შემოტანა დროულად ვერ მოხერხდა

თბილისის მერიის მიერ დაპირებული ახალი ავტობუსების სრულად შემოტანა დროულად ვერ მოხერხდა. მერიის მიერ შეძენილი 90 ავტობუსიდან მომწოდებელ კომპანიას 50 ჯერ კიდევ არ შემოუტანია. ამის მიზეზად მერის მოადგილე მსოფლიო მასშტაბით ავტობუსების მრავალრიცხოვან შეკვეთებს ასახელებს.

მაია ბითაძის განმარტებით, პირველი პარტიის მეორე ნაკადის შემოტანის ვადა ივნისის თვეში ამოიწურა, რის გამოც მერია მომწოდებელი კომპანიის დაჯარიმებას გეგმავს. ბითაძის თქმით,  ჯარიმის ოდენობა  შეკვეთილი ავტობუსების სრულად შემოტანის შემდეგ განისაზღვრება.

„ შეიძლება იყოს შეყოვნება კომპანიის მხრიდან როგორც მოწოდების, ასევე რაღაც გარკვეული დამზადების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება ავტობუსების შეკვეთა და ხშირად მომწოდებლები ვერ ასწრებენ თავის დროზე, თუმცა გარწმუნებთ, რომ, სამწუხაროდ გვიწევს დაჯარიმება მომწოდებელი კომპანიის, მაგრამ საბოლოო ჯამში სატრანსპორტო ერთიანი სქემის გაშვება არ დაგვიანდება. მთავარია, რომ პარალელურად მიმდინარეობს როგორც ავტობუსების  შეძენა, ასევე სატრანსპორტო მოძრაობის სქემების დაგეგმარება,“- განაცხადა ბითაძემ.

მერის მოადგილის ინფორმაციით, ორ წელიწადში  მოქალაქეებს თბილისის მასშტაბით ათასამდე ახალი ავტობუსი მოემსახურება, რაც არსებულზე 300-ით მეტია. ასევე, გაორმაგდება ავტობუსებში ადგილების რაოდენობაც, რადგან მერია 18 და 24 მეტრიანი ავტობუსების შემოტანას გეგმავს.

დღის ამბები