17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ივანიშვილის ძმისშვილის ნასვამი მეგობრები და დაშლილი კარვები -ორჯერ დარბევის მიუხედავად შეკვეთილში პროტესტი გრძელდება

ორჯერ დარბევის მიუხედავად, მოშიმშილეებმა შეკვეთილში კარვები ისევ გაშალეს. პროტესტის მონაწილეები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. პროტესტი შეკვეთილში მე-17 დღეა გრძელდება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მიზანია შეუქმნან დისკომფორტი ბიძინა ივანიშვილს და ეს მოახერხეს კიდეც რადგან სწორედ მისი დავალებით მოხდა გუშინდელი დარბევის ორგანიზება.

50-მდე აგრესორმა გუშინ კარვები დაანგრია. ისინი ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდნენ და მოშიმშილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აგრესორები ადგილზე ორგანიზებულად, მიკროავტობუსებით მიიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავტომანქანები ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ პარკს „ციცინათელას“ ეკუთვნის. ადამიანები კი რომლებიც დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას ამავე პარკის თანამშრომლები არიან. მათი დიდი ნაწილი  ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის ემზარ ივანიშვილის მეგობრები აღმოჩნდნენ.  

„ეს ადამიანები, ვინც ჩვენ უშუალოდ თავს დაგვესხა 90% არის მომუშავე "ციცინათელაში." ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის არის. ეს ყველა ადამიანი არის იქ მომუშავე, ტრანსპორტირება, რითიც კი ეს ადამიანები მოვიდნენ, ეკუთვნის ციცინათელას და ასევე ორგანიზება გაუწია ადიკო ივანიშვილის შვილმა. ასევე იყო ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი რომელიც მითითებებს აძლევდა. ჩვენ ვაგრძელებთ ყოველგვარი შეხლა -შემოხლის გარეშე შიმშილობას. მოვლენ დავხვდებით შესაბამისად, გავაგრძელებთ შიმშილობას,“-განაცხადა ერთ-ერთმა მოშიმშილემ

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები