17 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
"ჩვენი მთავრობა ვერ ახერხებს მუქარასთან გამკლავებას" - არასამთავრობოების მიმართვა ბათუმის კონფერენციის მონაწილეებს 

თერთმეტმა ქართულმა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ბათუმის კონფერენციის მონაწილეებს, ღია წერილით მიმართა.

სამოქალაქო სექტორის წევრები რუსეთის პრეზიდენტის მუქარაზე და ქართველი ახალგაზრდების იმ პროტესტზე წერენ, რომლებიც რუსულ ოკუპაციას ქუჩაში უკვე 23 დღეა აპროტესტებენ და შს მინისტრის გახარია გადადგომას მოითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვლადიმერ პუტინის მუქარასა და შანტაჟთან გამკლავებას ვერ ახერხებს. ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, კრემლის იმპერიალისტურ რიტორიკას მკაცრი პასუხი გასცენ. 

„სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა ვერ ახერხებს მუქარასთან გამკლავებას. უფრო მეტიც, ისინი თავისი დაბნეულობით და უმოქმედობით პანიკას თესენ ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გარეშე, ჩვენი ქვეყანა დაიღუპება. ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია თქვენც მკაცრი პასუხი გასცეთ პუტინის იმპერიალისტურ რიტორიკას! თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის! ჩვენ ვართ მამაცი და თავმოყვარე ხალხი! ჩვენ ზუსტად ვიცით თავისუფლების ფასი და ამიტომ მუდამ ვიბრძვით მის დასაცავად,“ -  წერენ არასამთვრობოები

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. საქართველოში იმყოფება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და ასევე სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

დღის ამბები