17 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
მევენახეების სახელით გვარამიას წინააღდეგ ინფორმაციის გავრცელებას სააგენტოებს საბიუჯეტო ორგანიზაციები სთხოვდნენ

მევენახეების სახელით გვარამიას წინააღდეგ ინფორმაციის გავრცელებას სააგენტოებს საბიუჯეტო ორგანიზაციები სთხოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი, "reg info-ს" ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ყვარლის მუნიციპალიტეტიდან მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მას მიაწოდეს ინფორმაცია ნიკა, რომლის გავრცელებაზეც სააგენტომ უარი განაცხადა. საუბარია ინფორმაციაზე, რომელშიც გლეხებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უნდა გაეკრიტიკებინათ.

მთივლიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, ერთ-ერთმა საბიუჯეტო ორგანიზაციამ (ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ), რომელსაც „რეგინფოსთან“ აქვს ხელშეკრულება საინფორმაციო-სარეკლამო მომსახურების გაწევაზე, სააგენტოს, ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად მოაწოდა შემდეგი შინაარსის ინფორმაცია - „ქართველი მევენახე: 40-ათასხელფასიან ნიკა გვარამიას გლეხები ფეხებზე ჰკიდია.“

"დამკვეთის მიერ მოწოდებულ და ჩვენს ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ყველა ამბავს აწერია რეკლამა (R), მეტიც, იქვე ვუთითებთ დამკვეთის ვინაობასაც, მაგრამ ამ ნიუსის გამოქვეყნებაზე, ამ ფორმითაც უარი ვთქვით.
ვცდილობთ, სარეკლამო მასალების შინაარსში არ ჩავერიოთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ საბიუჯეტო თანხები ამაზე არ უნდა იხარჯებოდეს!!! სამწუხაროდ, სხვა სააგენტოებმა ეს მასალა (იგივე სათაურით) გაავრცელეს როგორც დღის ახალი ამბავი. დაფინანსებული რომ არის, ესეც კი არ მიუთითეს.

მეორეა, ეს მევენახე მართლა არსებობს თუ გამოგონილია ავტორიც და მისი განცხადებაც. ამას გავარკვევთ,"-წერს მთივლიშვილი."-წერს მთივლიშვილი.

დღის ამბები