რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის სკანდალური ფეისბუქომენტარი, რომელიც ინგა გრიგოლიას და გიორგი გახარიას ტელეინტერვიუს ეხება.
“ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ – წერს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, "ფეისბუქ" პოსტის კომენტარებში.
სამუშაო საათებში ლევან ონიანი საკრებულოში მისულ "კურიერს" ადგილზე არ დახვდა. კითხვებს მისმა პრეს-სამსახურმა უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ინგა გრიგოლია არ უგულისხმია.
„ფიზიკურად ვერ ჩავწერთ სამწუხაროდ, კომენტარი გააკეთა მან უკვე. ქალბატონი ინგა გრიგოლია არ უგულისხმია. არ ვიცი ვინ იგულისხმა და მეგობარს ელაპარაკა როგორც ვიცი,“-განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.