17 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
"წინაპრების შრომას, ადათ-წესებს არავის გავალანძღინებ" - საკრებულოს დეპუტატი, რომელმაც "რუსთავი 2-თან" აქცია დააორგანიზა

წინაპრების შრომას, სიწმინდეს და ადათ-წესებს არავის არ გავალანძღინებ - ეს განცხადება "რუსთავი 2-თან" გამართული აქციის ორგანიზატორმა, მიხეილ გრემელაშვილმა "კურიერთან" გააკეთა. თელავის საკრებულოს "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის წევრი არ პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას, არიან თუ არა ისინი საჯარო მოხელეების პარალელურად მეღვინეები.

„მე ვთქვი და კიდევაც გავიმეორებ, მე ვარ ადამიანი, პირველ რიგში, ის ადამიანი, რომელიც წინაპრების შრომას, სიწმინდეს და ადათ-წესებს ვცემ პატივს და ვაფასებ, არავის არ გავალანძღინებ. უბრალოდ კახელი კაცი არასოდეს არ უმასპინძლდება სტუმარს უარყოფითი ემოციებით“, - განაცხადა მიხეილ გრემელაშვილმა.

ოპოზიციის განცხადებით, აქციაზე მყოფი ადამიანების ნაწილი კრიმინალური წარსულის მქონეა. მათ შორის ლევან გრემელაშვილი, რომელიც 5 წელი იხდიდა სასჯელს ადამიანის დაჭრისთვის.

"ფეხში დაჭრა ადამიანი, 5 წელი გაატარა ციხეში, გუშინ 6 წელი გახდა, რაც საპატიმრო დატოვა“, - ამბობს ლევან გრემელაშვილის დედა, ლეილა გრემელაშვილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" შენობასთან მეღვინეების სახელით აქცია გუშინ, 12 ივლისს გაიმართა. აქციის მონაწილეები ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებდნენ და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ.

დღის ამბები