17 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი - პატრიარქი

დღეს მართლმადიდებელი ეკლესი სვეტიცხოვლობას, 12 მოციქულის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა.

სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობაში მონაწილეები, რომელთაც პატრიარქისგან საპატიო სიგელები გადაეცათ.

„მე მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი, ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ასე, რომ ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ ეს დავალება, ეს დავალება მოგიტანთ თქვენ დიდ სიხარულს. ჩვენ თუ ვიქნებით მახარობლები, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ,“ - განაცხადა ილია მეორემ.

დღის ამბები