17 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
შს მინისტრის 12 ტყუილი - აქციის ორგანიზატორებმა ვიდეოკოლაჟი მოამზადეს

გიორგი გახარიას 12 ტყუილი - მოძრაობა „სირცხვილიას“ საორგანიზაციო საბჭომ გახარიას ტყუილები გამოიკვლია. ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა ვიდეოკოლაჟი მოამზადეს, რითაც შინაგან საქმეთა მინისტრი სიცრუეში ამხილეს. 

ვიდეოში ნაჩვენებია გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული 12 განცხადება, რომელიც აქციის მონაწილეების მტკიცებით, ტყუილია. 

ტყუილი #1  - გავრილოვისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

ტყუილი #2 - ხელისუფლებამ 20 ივნისის აქციის მთავარ მოთხოვნაზე გადამდგარიყო კობახიძე, მომენტალური რეაგირება მოახდინა.

ტყუილი #3 - გახარია მზად იყო მოლაპარაკებებისთვის.

ტყუილი #4 - გახარიას განცხადებით, აქციის მონაწილეები 4-ჯერ გააფრთხილეს, მათ შორის მან მედიაშიც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება.

ტყუილი # 5  - დავით გრიგორიანს ტყვიით მიყენებული დაზიანება არ აქვს.

ტყუილი # - 6  ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში კანონიერად გამოიყენება სამართალდამცავი სისტემისთვის.

ტყუილი #7 - ყველაფერი მოგერიების გარგლებში გაკეთდა.

ტყუილი #8 -გახარიას თქმით, დემონსტრანტებს პოლიცია დამიზნებით არ ესროდა.

ტყუილი #9 -  პოლიციას ჰქონდა ძალის გამოყენების უფლება იმ მომენტში.

ტყუილი #10 - დაზიანებული პოლიციელები არავის ახსენდება.

ტყუილი #11 - ტოლობის ნიშანი დაისვა ორ აქციას შორის.

ტყუილი #12 - პარლამენტის შენობიდან ელჩებთან ერთად მომდინარე მოვლენებს ვაკვირდებოდი.

აქციის მონაწილეები უკვე 24 დღეა, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. ახალგაზრდები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ 20 ივნისის მოვლენების გამო, შს მინისტრი პოსტს არ დატოვებს. 

დღის ამბები