შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მოშიმშილეები შეუძლოდ გახდნენ. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები უკვე 19 დღეა, რაც შიმშილობენ.
მოშიმშილეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ისინი შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ და პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ გეგმავენ.
ივანიშვილის სახლთან პერმანენტულად იმართება აქციები. მომიტინგეები შს მინისტრის გადადგომას ხვალ საღამოს 7 საათზე შეკვეთილში კიდევ ერთხელ მოითხოვენ.