17 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა - პრემიერი 

სექტემბრიდან გოგებაშვილისეული დედაენა სკოლებში ბრუნდება. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძე ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში იმყოფება. 

"სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მინდა მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო რომ ჩვენ დაგვებრუნებინა სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენა. სექტემბრიდან ყველა პირველ კლასელი დედაენის წიგნს მიიღებს უფასოდ. და დარწმუნებული ვარ ჩვენი ბავშვები, ისევე როგორც მომავალი თაობები შემდეგი თაობების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ ქართულ დედაენას, როგორც უყვარდათ ჩვენს წინა თაობას და როგორც გვიყვარს ჩვენ,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ 

პრემიერმა მოსახლეობას ლაქერნობის დღესასწაული მიულოცა. 

დღის ამბები