17 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
"ხომ არ არის პრეზიდენტი ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის პოლიტიკის განმახორციელებელი საქართველოში?"- სტუდენტის კითხვა, რომელმაც პრეზიდენტი გააღიზიანა

ხომ არ არის პრეზიდენტი ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის პოლიტიკის განმახორციელებელი და მხარდამჭერი საქართველოში? - ეს იყო გერმანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტის კითხვა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი გააღიზიანა.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტის კითხვას ირონიულად უპასუხა,  მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კი სტუდენტებს უწიგნური უწოდა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ბავშვებო, თქვენ არ კითხულობთ“.

ამ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს სტუდენტების საპასუხო რეპლიკა მოჰყვა. მათ პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის წევრებს კორექტულობისკენ მოუწოდეს და უთხრეს, რომ ისინი თავისუფალი ადამიანები არიან და ლეგიტიმურ კითხვებს სვამენ.

„აქ პატარა ბავშვი არავინ არ არის და საბჭოთა კავშირიც არ არის, რომ ვიღაცამ ასაკის გამო ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოს,“-უპასუხა სტუდენტმა ზურაბიშვილის წარმომადგენელს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველის სტუდენტების შეხვედრა, ინციდენტით დასრულდა. სალომე ზურაბიშვილი სასტუმრო სოფიტელში, იმ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა, რომლებიც გერმანიაში სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან ან სწავლობენ. 

საუბრის მეორე ნაწილში კი სტუდენტებმა კითხვები საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის, საზღვრების დაცვის და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე დასვეს. ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა და პრეზიდენტმა შეხვედრა ჩაშალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები