20 ივნისის კიდევ ერთი დაზარალებული გიორგი ოლქიევი პროკურატურაში გამოკითხეს. მის დაზიანებებს, რომელიც მისივე მტკიცებით, რაკეტისებრი ტყვიების სროლის შედეგად აქვს მიყენებული, ექსპერტიზა შეისწავლის. ოლქიევის თქმით, მთავარი რაც საგამოძიებო უწყებაში აინტერესებდათ ის იყო, თუ რატომ იმყოფებოდა 20 ივნისს რუსთაველზე. გიორგი ოლქიევი კი, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის მეგობარია, თითქმის ერთი წელია პარლამენტის წინ კარავში სწორედ მაჩალიკაშვილთან ერთად ათენებდა ღამეებს.
“რამდენი დღეა გასული, რაც მე მომხვდა რაკეტისებრი ტყვიები, რეზინის ტყვია არ იყო. ჭრილობა დღემდე მეტყობა და ისევ არის ღია ჭრილობა.
მაინტერესებს ექსპერტიზა რა შედეგს დადებს, ესენი თავის თავს არ დასჯიან.შეიძლება ვინმე დასაჯონ ერთი და ყველა დაზარალებული მიაკერონ იმ ერთ ადამიანს,“-ამბობს ოლქიევი.