17 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმე - სასამართლომ დაკავებული ოთხი პირიდან ერთი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმე - სასამართლომ დაკავებული ოთხი პირიდან ერთს, პატიმრობა 10 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა.  მოსამართლემ ლაშა ჩაფიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ვახტანგ ჯაყელი, ირაკლი ხუჭუა და ნიკა დაოშვილი კი პატიმრობაში დატოვა.

„ბრალდების მხარე დაეთანხმა ერთ-ერთი ბრალდებულის გათავისუფლებას, ვინაიდან მან სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და გარდა ამისა, სამივე არის წარსულში ნასამართლევი,“- განაცხადა საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ.

სუს-მა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე ფეხბურთელები მაისის თვეში დააკავა.

დღის ამბები