უბედური შემთხვევა თბილისში - დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. ცხედარი უკვე გადასვენებულია პროზექტურაში.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ლიფტის შახტში ჩავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.