20 ივნისს რაც მოხდა, იყო ძალის აშკარა ბოროტად გამოყენება, ადამიანების დასახიჩრება და სადამსჯელო ოპერაცია, ამისთვის, პოლიტიკურად პასუხი უნდა აგოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ეს განცხადება, გიორგი მშვენიერაძემ გააკეთა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებოდა, სადაც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, აქცია-პერფორმანსი გამართეს.
„არც პირველია და ალბათ, სამწუხაროდ, არც უკანასკნელი პოლიტიკოსი, რომელიც ვერ აღიქვამს კარგად და სწორად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობს, სიბრაზეს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა აქვს და აერთიანებს. ეს არ არის ვინმესთან პიროვნული გაჯინიანება, ეს არ არის მინისტრთან ვიღაცების პოლიტიკური ინტერესების გამო მართული აქცია, ეს არის კონკრეტული პასუხი, 20 ივნისს რაც მოხდა, იყო ძალის აშკარა ბოროტად გამოყენება, ადამიანების დასახიჩრება და სადამსჯელო ოპერაცია. ამისთვის, პოლიტიკურად პასუხი უნდა აგოს შინაგან საქმეთა მინისტრმა“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.