17 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
„ეს კაცი არის გამომძალველი"- მოქალაქეები ადვოკატ გიორგი ქუმსიაშვილის თაღლითობაში ადანაშაულებენ

დაზარალებული მოქალაქეები ადვოკატ გიორგი ქუმსიაშვილის წინააღმდეგ - დაზარალებულები იურისტს გამომძალველს უწოდებენ და მას თაღლითბაში ადანაშაულებენ. მათ დღეს საგანგებო ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრეს თუ როგორ და რა ფორმით დაზარალდნენ ადვოკატისგან.

საქმე შეეხება 11 მოქალაქეს, რომელთაც გიორგი ქუმსიაშვილმა თაღლითური გზით ფული გამოართვა, საქმე არ გაუკეთა და ადვოკატის ფუნქცია ბოროტად გამოიყენა. დაზარალებული მოქალაქეები ითხოვენ, რომ გიორგი ქუმსიაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდეს.

„ეს კაცი არის გამომძალველი. გპირდება ყველაფერს, ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ, ყველაფერზე გაწერინებს ხელს და მერე გიჩივის ფული რომ წაიღოს. საქმე საერთოდ არ მიჰყავს კაცს. ალბათ ფორმა ნომერი ასებით როგორც აფრიალებს ყველა, ასე გადადებს სასამართლოებს და გიწელავს პროცესს და მერე ფულს გთხოვს, დიდი ხანი გავიდა ფული გადამიხადეო,“-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნინო ზანდუკელმა.

დღის ამბები