ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ადგილზე აღსრულების პროცედურისგან, ვინაიდან ეს იქნება "რუსთავი2"-ის გასაჩივრების უფლების დარღვევა, - "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მიმართავს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ დავა უნდა გაგრძელდეს სამართლებრივ ჭრილში, მანამდე აღსრულება კი "რუსთავი 2"-ს გასაჩივრების უფლებას შეუზღუდავს.
„დავა უნდა გაგრძელდეს სამართლებრივ ჭრილში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, მანამ, სანამ არხი არ გამოიყენებს კანონით არსებულ შესაძლებლობას, გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის დიდ პალატაში. თავი შეიკავოს ადგილზე აღსრულების პროცედურისგან, ვინაიდან ეს იქნება "რუსთავი2"-ის გასაჩივრების უფლების დარღვევა.
ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს იგივე სტანდარტი, რომელიც თვითონ დააწესა ვანო მერაბიშვილის საქმის დროს, როდესაც ამბობდნენ, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე აქვთ გასაჩივრების უფლება და ამიტომ გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება,“-აცხადებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.
ელენე ხოშტარიას განცხადებით კი, არ უნდა მოხდეს ტელევიზიის ხელში ასე ჩაგდება. მისი თქმით, ახლა ყველამ უნდა იბრძოლოს „რუსთავი 2“-ის დასაცავად.
„დაანონსებულია ბიძინა ივანიშვილს მხრიდან უნდა სარედაქციო პოლიტიკის ხელში ჩაგდება და კონტროლირებული ტელევიზიის ქონა. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ასე არ მოხდეს,“-ამბობს ელენე ხოშტარია.