პროტესტის 30-ე დღე - გიორგი გახარიას დადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქცია დღესაც იმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, 16 წლის მოზარდის მშენებლობაზე გარდაცვალების გამო, დღევანდელი გეგმა მუსიკის საღამოდ გამოცხადების შესახებ შეიცვალა. აქციის მონაწილეებს სურთ, რომ საუბრის თემა შრომითი უფლებები იყოს.
გუშინდელი დღე კი აქციაზე მედიის მნიშვნელობას დაეთმო. აქციის ორგანიზატორებმა “რუსთავი2“-ს თანადგომა გამოუცხადეს.
„ჩვენ 20 ივლისს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, რადგან გადის ზუსტად ერთ თვე, რაც გიორგი გახარიამ მოგვიწყო გავრილოვის ღამე და საკუთარ მოქალაქეებზე იძალადა. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს დამოუკიდებელი აზრის, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და ზოგადად ოპოზიციის შევიწროება და „რუსთავი2“-ის მაგალითი იყო ამის ყველაზე ნათელი გამოხატულება. ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას მოუწევს, მოქალაქეთა ლეგიტიმური პროტესტის ხმის გაგონება,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ.