პოლიტიკოსების პერსონალური რეიტინგი - ამერიკის რესპულიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი რეიტინგი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბაქრაძეს აქვს.
IRI-ს კვლევის მიხედვით ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსების ხუთეული ასე გამოიყურება: დავით ბაქრაძე 59%, კახა კალაძე 49%, გრიგოლ ვაშაძე 48%, დავით უსუფაშვილი 41% და შალვა ნათელაშვილი ასევე 41%.
IRI-ის გამოკითხვა 20 ივნისის სასტიკ დარბევამდე ჩატარდა. "გავრილოვის სისხლიან" ღამემდე ჩატარებულ გამოკითხვაში შს მინისტრს დადებითად 40% აფასებდა. პრემიერ მამუკა ბახტაძეს 38%, ხოლო სალომე ზურაბიშვილს-36%. ბიძინა ივანიშვილს კი დადებითად მხოლოდ 35% აფასებს და ის რეიტინგული პოლიტიკოსების ათეულშიც ვერ მოხვდა.