დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი2"-ის საკუთრებაში გადაცემისთვის დავობს - 2010 წელს ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ სამაუწყებლო კომპანია ეკუთვნის ოქრუაშვილს და გადაფორმებულია მის ნომინირებულ პირ ქიბარ ხალვაშზე.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში მხარეები ადასტურებენ რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელით შეძენილ იქნა "რუსთავი2"-ის 100% წილი, ყველა გარიგებაში ქიბარ ხალვაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრიაშვილს ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით.
შესაბამისად "რუსთავი2"-ზე მის წილებზე აქტივზე. ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთან სარგებელზე, საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს, ქიბარ ხალვაში არ მოქმედებს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი გია ზოდელაშვილი ამბობს, რომ ხალვაშმა დაარღვია ეს ხელშეკრულება.
„ამ განცხადების შეტანას საფუძვლად დაედო 2010 წლის 4 თებერვლის შეთანხმება,რომელიც დადებულია ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშის მიერ, ეს დადებული იქნა ქალაქ ბერლინში, სადაც ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ შეძენილ იქნა "რუსთავი2"-ის წილი ქიბარ ხალვაშის სახელზე - ამას ორივე მხარე ადასტურებს. აქვე ბატონი ქიბარი ადასტურებს, რომ "რუსთავი2"-თან დაკავშირებით წილზე საკუთრების უფლება ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს.
ამავდროულად კისრულობდა ვალდებულებას, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე არ მოეხდინა რაიმე მოქმედების განხორციელება "რუსთავი2"-თან დაკავშირებით.
დაარღვია ერთის მხრივ ის პირობა,რომ რუსთავი2თან დაკავშირებით მისი მოქმედებები ჩემი ინფორმაციით, რაც ბატონმა ირაკლიმ განაცხადა არ ყოფილა მასთან შეთანხმებული , მაგრამ მეორეს მხრივ ისიც დაარღვია,რომ დღეს მის სახელზეა ეს წილები რეგისტრირებული და ასევე შპს პანორამას სახელზე რომლის 100% წილის მფლობელია თავად ბატონი ხალვაში და არ აპირებს ამ წილების გადმოცემას,"- ამბობს გია ზოდელაშვილი.
ადვოკატი ასევე ამბობს, რომ არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, მატ სორის საფრანგეთში ჩატარებული ექსპერტიზა, რომელიც ადგენს,რ ომ დოკუმენტებზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერები ავთენტიკურია.