17 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
კამათი იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე - ხმაური „რუსთავი 2“-ის საქმეზე დასმულმა კითხვებმა გამოიწვია

იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს. საბჭოს წევრები დღეს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს ესაუბრებოდნენ. პროცესი ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. გაბინაშვილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია. გაბინაშვილთან გასაუბრება ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა, მიზეზი კი ის კითხვები გახდა, რომელიც „რუსთავი2“-ის საქმესაც შეეხებოდა. 

ნაზი ჯანეზაშვილმა მას ჰკითხა, თუ რატომ არ დაინიშნა „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ თუ სასამართლოს ტესტი "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადის.

„რატომ არ დაინიშნა თამაზ ურთმელიძე არ ვიცი, არ დაინიშნა იმიტომ, რომ ვერ მიიღო კოლეგიაში შესაბამისი ხმები, მე კი არ ვაფასებ თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, მე ვაფასებ სასამართლოს ავტორიტეტს და არ მაინტერესებს.

"ურთმელიძე თუ არ დაინიშნა, მიუხედავად, მისი ამ საქმის განხილვის შემდეგ, იმიტომ რომ კოლეგიურმა ორგანომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ხმები ვერ მიიღო, მაგრამ რა მოტივით ვერ მიიღო ხმები არ ვიცი,“-ამბობს გაბინაშვილი.

გარდა ამისა, გაბინაშვილს კითხვები 10-კაციან სიაზე, მურუსიძისა და ჩინჩალაძის მიმართ დამოკიდებულებაზე და სასამართლოს დამოუკიდებლობაზეც დაუსვეს.  გასაუბრების დასრულების შემდეგ, გაბინაშვილს კომენტარი აღარ გაუკეთებია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ გასაუბრება კონსტრუქციულ რეჟიმში გაიმართა. 

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასაუბრებას მოსამართლეობის სამ კანდიდატთან მართავს. საბჭოს არამოსამართლე წევრებისათვის გაუგებარია, რატომ ტარდება დაჩქარებული წესით სხდომები. მათი თქმით, კლანი ცდილობს, საკუთარი ხალხი, მნიშვნელოვან პოსტებზე დანიშნოს. 

 

დღის ამბები