17 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ბენზინის ფასის ზრდამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

დილიდან ბენზინი ისევ გაძვირდა. ფასებმა ყველა ტიპის საწვავზე 5-5 თეთრით მოიმატა და ღირებულების რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 

ფასების მატებას ნავთობ-იმპორტიორები ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გაუფასურებით ხსნიან და ფასების ზრდას მომავალშიც აანონსებენ.

„2-3 დღეა გაძვირებულია საწვავი 15-20 თეთრით არის მომატებული საფასური ზოგიერთი საწვავი, ზოგიერთი 5 თეთრით. აისახება ყველაფერზე, მგზავრობაზეც, თანხაზეც და ყველაფერზე პროდუქტზეც,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

მოსახლეობის ნაწილი ბენზინის ფასის გაძვირებას ხელოვნურს უწოდებს და აცხადებს, რომ ფასების ზრდა ერთეული ადამიანების სასარგებლოდ ხდება.

გაძვირება ფიქსირდება როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ სადგურებზე.

საერთაშორისო ბაზარზე ბარელის ფასი მნიშვნელოვნად არ ძვირდება, ამიტომ ნავთობ-იმპორტიორები აცხადებენ, რომ ამ გაძვირების მიზეზი არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 თეთრით გაუფასურდა. ამ გაუფასურების გათვალისწინებით კი ექსპერტები სხვა პროდუქტების გაძვირებასაც აანონსებენ.

დღის ამბები