17 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
რკინიგზა ქუთაისის აეროპორტამდე - კვირიკაშვილის წარმოსახვითი ლიანდაგები, რომელიც რეალობად არ ქცეულა

რკინიგზა ქუთაისის აეროპორტამდე - პროექტის შესახებ ხელისუფლებამ 2017 წელს გამოაცხადა და საკუთარ თავს 365-დღიანი ვადაც მისცა. მას შემდეგ კი ორ წელზე მეტი გავიდა. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ თავისივე ინიციატივით დაწყებულ პროექტზე ხელისუფლებამ ხელი სამუდამოდ ჩაიქნია.

2017 წლის 3 აპრილს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა თეატრალიზებული წარმოდგენის თანხლებით განაცხადა, რომ მატარებელი ქუთაისის აეროპორტამდე მივიდოდა.  ლიანდაგები, რეალობად არ ქცეულა. ჯერ კიდევ შარშან ამ პროექტთან დაკავშირებით "პოსტკრიპტუმმა" სხვადასხვა აზრი მოისმინა.  ზოგმა არ იცოდა დაპირება რომ არ შესრულებულა, ნაწილმა თქვა, რომ რკინიგზა კეთდება, ოღონდ პროექტი შეიცვლებაო. ექსპერტებმა კი თქვეს, რომ ისე გააკეთეს პრეზენტაცია, არ იცოდნენ, იქ სადგურის აშენება მიწისქვეშა გაყვანილობების გამო რომ არ შეიძლებოდა.

ხელისუფლებამ კი თქვა, რომ პროექტი შეიცვალა და უკეთესი კეთდება, ამიტომაც დააგვიანეს, მაგრამ 2019 წელს დასრულდება, თუმცა წელსაც არც ჰაბია და არც ექსკალატორები.

უფრო მეტიც, ახლა ოფიციალურად განაცხადეს, რომ დაპირებული პროექტი აღარ გაკეთდება. ორი წლის წინანდელ პრეზენტაციას ახლანდელი შს მინისტრი გიროგი გახარია და კახი კალაძეც ესწრებოდნენ.

როგორც კალაძემ განაცხადა, პროექტის შესახებ მას უნდა ჰკითხონ, ვინც დაპირება გასცა. ეკონომიკის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო, ყველაზე მისაღებ ვარიანტად გამოიკვეთა მგზავრთა გადაყვანა შატლების გამოყენებით აეროპორტიდან "კოპიტნარის“ რკინიგზის სადგურამდე.

ექსპერტი ვასილ ურუშაძე ფიქრობს, რომ ორი წლის წინ საზოგადოებას დაუმუშავებელი პროექტი წარუდგინეს, შემდეგ მიხვდნენ რომ ძვირი ჯდებოდა და გადაიფიქრეს. ამ ეტაპზე, არსებული სადგურის გადაკეთებაც არ დაწყებულა.

ქუთაისის აეროპორტის აშენების იდეის ავტორს, გიორგი კანდელაკს მიაჩნია, რომ მთავრობის მსგავსი დამოკიდებულება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ პირველ რიგში საქართველოს ტურისტულად განვითარებას უშლის ხელს.

ევროპული გამოცდილება გვარწმუნებს, რომ აეროპორტის მოქნილი დაკავშირება რკინიგზასთან ეფექტური და ეკონომიურია. ასე ფიქრობენ მგზავრებიც. ეკონომიკის სამინისტროს კი არ დაუკონკრეტებია ზუსტი ვადები, როდის გადაკეთდება სადგური ან დაინიშნება შატლები.

დღის ამბები