17 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
სიტყვიერად განმიმარტეს, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ" - სუსლიაკი საქართველოში არშემოშვების მიზეზებს განმარტავს

იულია სუსლიაკის ადვოკატი დღეს ყველა იმ პირის ვინაობის დასახელებას აპირებს, ვინც მისი მტკცებით, იულია სუსლიაკის დაკავების დღიდან მთელი სამი თვის განმავლობაში, უკანონობას ჩადიოდა. სწორედ „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს და სუსლიაკის გეგმებს საქართველოში დაბრუნების შესახებ უკავშირებს ზურაბ თოდუა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქვეყანაში არშემოშვებას.

12 საათში მესაზღვრეებმა უკრაინის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე ორჯერ უთხრეს და აზერბაიჯანში გააბრუნეს. მიზეზად ქვეყნის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საშიშროება დასახელდა. ადვოკატი ამ დადგენილების გასაჩივრებისთვის ემზადება.

თავად სუსულიაკი კი ამტკიცებს რომ ის უდანაშაულოა და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ყველანაირი გზით შეეცდება.

"ოფიციალური მიზეზი, რომლის გამოც საქართველოში შემოსვლაზე უარი მითხრეს, იყო ის, რომ თითქოს მე საფრთხეს წარმოვადგენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებითვის. თავდაპირველად სამართალდამცველებმა მითხრეს, რომ მე არ მაქვს საქართველოს საზღვრის გადაკეთისთვს საჭირო ყველა დოკუმენტი; მოგვიანებით კი უკვე სიტყვიერად განმიმარტეს, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ. ამ ეტაპზე, ჩემ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვემზადებით. ჩემი ადვოკატები ოფიციალურ ბრიფინგს გამართავენ, სადაც საქმის დეტალებზე ისაუბრებენ. ცუდი არაფერი გამიკეთებია და მზად ვარ საჯაროდ დავიცვა საკუთარი სიმართლე. თუმცა პირადად მე საქართველოში ამის გაკეთების საშუალება არ მომცეს, ამიტომ ადვოკატებისა და ყველა იმ ადამიანის იმედი მაქვს, ვინც გვერდში დამიდგა,"-აცხადებს სუსლიაკი.

ადვოკატი აცხადებს, რომ სუსლიაკის მიმართ საქართველომ დაარღვია ყველა ნორმა და ის სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს.

"საქართველოს მას წაართვა თავისუფალი გადაადგილების გარანტირებული უფლება ყველა კონვენციებით, ყველა სახელმწიფო ნორმით,"-აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა.

დღის ამბები